
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სოფელ ქედქედში საფრთხის შემცველ მონაკვეთებზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ღონისძიებები გაატარეს.
ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, განხორციელდა კლდის ლოდების აფეთქება-ჩამოშლა და ჩამონაშალისგან გაწმენდითი სამუშაოები.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობას ქვათაცვენასთან დაკავშირებით დისკომფორტი ხშირად ექმნება.
დეპარტამენტი გაწმენდით სამუშაოებს საჭიროების შესაბამისი ინტენსივობით ატარებს.