რეგიონი

სოფელ შუახევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

საგზაო სამუშაოები
1668430443
დაკოპირებულია

დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუახევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ინტენსიურად მიმდინარეობს.

გზის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება სოფლის მისასვლელში, სადაც 2.3 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება, ასევე, მოეწყობა სანიაღვრე არხები.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 307 000 ლარამდე შეადგენს.

სოფელ შუახევში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე და მოადგილე ოთარ ჩხეიძე.

რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა, ამიტომ, მსგავსი სახის სამუშაოები, სხვადასხვა ლოკაციაზე მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.