
კახეთში, თელავის საკარანტინე ზონაში პარიზიდან დაბრუნებულ 45 ადამიანზე დაკვირვება მიმდინარეობს.
მოქალაქეები სასტუმროს ტიპის შენობაში არიან მოთავსებული.
ექიმების ინფორმაციით, საფრანგეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები თავს ჯანმრთელად გრძნობენ. ბოლო მონაცემებით, კახეთში 100-მდე ადამიანია თვითიზოლაციაში.
ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 167 293 ადამიანს შეადგენს, დაღუპულია 6 455, ხოლო 76 588 პაციენტი გამოჯანმრთლდა.
საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.