მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტყიბულის ქვანახშირის შახტის ნანგრევებში მოყოლილი მეორე მოქალაქე გარდაცვლილია

ტყიბულის შახტიდან ერთი გარდაცვლილი ამოიყვანეს

ტყიბულში, ქვანახშირის შახტში მოყოლილი მეორე მოქალაქე გარდაცვლილია. ცხედარი ნანგრევებიდან მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანეს. 

გარდაცვლილი 45 წლის კაცია.

ცხედრის ამოყვანით სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარდეს, რათა ნგრევის მიზეზი დადგინდეს. 

შეგახსენებთ, ტყიბულში ქვანახშირის შახტში მიწა ჩამოიშალა, შემთხვევის დროს შახტში ორი ადამიანი იმყოფებოდა.

მათგან ერთი, 64 წლის კაცი მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს.