რეგიონი

ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა გრძელდება

მეშახტეების აქცია
1584344421
დაკოპირებულია

ტყიბულში, მეოთხე დღეა 200-მდე მეშახტე მუშაობაზე უარს აცხადებს. ისინი კომპანიისგან მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და განაცდური ხელფასის ანაზღაურებაა.

როგორც მეშახტეები აცხადებენ, შახტში უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული და საფრთხე ექმნებათ. მეშახტეები დღეს ძიძიგურის შახტთან შეიკრიბნენ, საიდანაც მინდელის შახტასთან გადაინაცვლეს და მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.

გაფიცულები არ გამორიცხავენ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ.