აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსს, ზაზა შავაძეს აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ზაზა შავაძემ 2021 წლის იანვრიდან დღემდე „საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვის“ პროგრამის ფარგლებში შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია წარადგინა.
დეპარტამენტის უფროსმა კომიტეტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა პროგრამით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებში უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, ისაუბრა დღეს არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე და უპასუხა უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.