
ზესტაფონში სატვირთო მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა, რასაც შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მატარებელი ფოთი-თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სრულად დაიწვა ერთი ვაგონი.
მათივე განმარტებით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.