
ზუგდიდში მოხალისეები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბანკებსა და ღია სივრცეებს აქტიურად აკონტროლებენ.
მოხალისეების მუშაობას მონიტორინგს ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა უწევს.
მოხალისეები უზრუნველყოფენ: უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთის საკვები პროდუქტის შინმიტანას, საბავშო ბაღებში პროდუქტის დარიგების პროცესში ჩართვას, ბანკებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რიგების გაკონტროლებას, საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი სამუშაოების განხორციელებას.
მოხალისეებმა შესაბამისი რეკომენდაციები ტრენინგზე მიიღეს, რომელიც საქართველოს წითელი ჯვრის ზუგდიდის ფილიალის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.