სამართალი

ადვოკატი მიხეილ სააკაშვილის მიმართვას ავრცელებს

სააკაშვილის საგანგებო მიმართვა
1633338138
დაკოპირებულია

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ყოფილი პრეზიდენტის მიმართვა გაავრცელა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს.

„ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს ამ ბოლო რეფერენდუმზე. ადგილობრივ არჩევნებს ეს მთავრობა ყოველთვის იგებდა უმარტივესად და ზედმეტი დაძაბვაც არ სჭირდებოდათ ხოლმე. ახლა, როცა ეგონათ, რომ საბოლოოდ გატეხეს ხალხი, ყველა დიდ ქალაქში არის მეორე ტური და აქედან რამდენიმეში წინ არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს. არა თუ არ მოვდუნდით, არამედ კიდევ მეტად ვიბრძოლეთ. „ქოცური“ ხელისუფლების დღეები დათვლილია. ვამაყობ თქვენით“, - აღნიშნულია სააკაშვილის მიმართვაში.

ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარე სამართლებრივ საკითხებზე კომენტარის გაკეთებას რელევანტურად არ მიიჩნევს.

„პრეზიდენტ სააკაშვილის დაპატიმრებას სამართალთან არავითარი კავშირი არ აქვს“, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, დღეს 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ სააკაშვილი კიევისგან ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴„ზელენსკი სააკაშვილის დაკავებით შეშფოთებულია“ - უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი

🔴 „სააკაშვილის განაჩენები აღსრულდება ქართულ მიწაზე, ქართულ ციხეში“ - თეა წულუკიანი

🔴 „მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში“ - ირაკლი კობახიძე

🔴 სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას - უკრაინელი ექსპერტი

🔴 „არ გამოვრიცხავ, ქართულმა სახელმწიფომ უკრაინას გადასცეს მიხეილ სააკაშვილი“ - ვახტანგ ძაბირაძე

🔴 „უკრაინის პრინციპული პოზიციაა, არ ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში“ - უკრაინის საგარეო უწყება