მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები, სახის არეში აღენიშნება შეშუპება, ხელის მტევნებზე და ფეხებზე აქვს სილურჯეები“ - სახალხო დამცველის წარმომადგენელი სოსო გოგაშვილზე

სახალხო დამცველი წარმომადგენელი

სახალხო დამცველის წარმომადგენელი ქეთევან ხვედელიანი სუსის ყოფილ მაღალჩინოსანს სოსო გოგაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შეხვდა. მისი თქმით, გოგაშვილს აღენიშნება დაზიანებები. ამ ფაქტთან დაკავშირებით გოგაშვილის ოჯახი აპირებს, საგამოძიებო სამსახურს მიმართონ.

„უფლება დარღვევებზე გვქონდა საუბარი. აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები, რომელიც თვალსაჩინოა. ნახა უკვე ექიმმაც და შეაფასა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სახალხო დამცველის აპარატი ესაუბრა მისი ოჯახის წევრებს და როგორც ვიცით, უკვე მიმართავენ საგამოძიებო სამსახურს ამ ფაქტთან დაკავშირებით. ბრალთან დაკავშირებით კონკრეტულად არ გვისაუბრია. თვითონ ამბობს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია დაკავების შესახებ. შესაბამისად, არ ელოდებოდა მსგავსი სახის სპეცოპერაცია თუ იქნებოდა ჩატარებული.

სახის არეში აღენიშნება შეშუპება, ხელის მტევნებზე და ფეხებზე აქვს სილურჯეები, რაც დაკავების დროს მოხდა. მას შემდეგ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც თავად თქვა“, - განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. 

ცნობისთვის, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს. როგორც სუსში აცხადებენ, გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 მეუფე იაკობი სიცრუეს უწოდებს გოგაშვილის ცოლის ინფორმაციას, თითქოს ოჯახი ლიკვიდაციის შესახებ გააფრთხილა

👉 „ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ვიღაცას დაურეკა და უთხრა: საჩუქარიც ვაჩუქეთ, წარმატებულად ჩატარდა ყველაფერი, პრემიაც გვეკუთვნისო“ - სოსო გოგაშვილის მეუღლე

👉 „უკანონო გზით ჩაგვიდეს ორი იარაღი, მატერიალური დოკუმენტაცია და ინფორმაციის მატარებელი ნივთები“ - სოსო გოგაშვილის შვილი

👉 „მეუფე იაკობი ჩემს მეუღლეს ეუბნებოდა, შენზე და შენს ოჯახზე იგეგმება ლიკვიდაციაო... ბიბლიაზე დავიფიცებ ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი“ - სოსო გოგაშვილის მეუღლე

👉 „დედაჩემმა და დეიდაჩემმა დაინახა იარაღის ჩადება, ქართველი ხალხი, დარწმუნებული ვარ, გაიღვიძებს“ - სოსო გოგაშვილის შვილი