მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვინც კორპუსში სამუშაოებს ასრულებდა, პროფესიით მშენებლები არ არიან“ - რამინ პაპიძე

ჩამონგრეული კორპუსი ბათუმში

„არ შეიძლება ვთქვათ, რომ ნგრევა გამოიწვია იმ სამუშაოებმა, რაც იქ განხორციელდა“, - ამის შესახებ ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული ბინის მეპატრონის ადვოკატმა რამინ პაპიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახლის ნგრევის მიზეზი შეიძლება დადგინდეს საინჟინრო ექსპერტიზის მეშვეობით.

„ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს, უშუალოდ სახლის ნგრევის მიზეზების დადგენასთან დაკავშირებით არ შეიძლებოდა ამ ეტაპზე, რომელიმე პირის დაკავება. უნდა დავლოდებოდით ექსპერტების დასკვნას და ამის შემდეგ შესაძლებელი იყო გვემსჯელა რამდენიმე პირის ბრალეულობაზე. ვინც კორპუსში სამუშაოებს ასრულებდა, ისინი პროფესიით მშენებლები არ გახლავთ.

არ შეიძლება ვთქვათ, რომ ნგრევა გამოიწვია იმ სამუშაოებმა, რაც იქ განხორციელდა. ეს სამუშაოები არ განხორციელებულა მესაკუთრის უშუალო დავალებით. სამშენებლო სამუშაოებს, რომლებიც მიმდინარეობს საცხოვრებელ ფართში, არ სჭირდება სანებართვო თანხმობა. კანონში გვაქვს ხარვეზი.

სარემონტო სამუშაოები პირველ სართულზე მიმდინარეობდა, არსებულ საცხოვრებელ ფართში. მიმდინარეობდა შიდა კედლების დემონტაჟი. საცხოვრებელი სახლის სარდაფში კი სამუშაოები არ მიმდინარეობდა“, - აცხადებს ადვოკატი რამინ პაპიძე.

ინფორმაციისთვის, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 12:00 საათზე ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

სამაშველო ოპერაციაში 300-მდე მაშველი მონაწილეობდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი კი, 36 წლის ქალი ინგა მეკეიძე, 9 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სულ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.

პროკურატურის ცნობით, სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია, ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა.

დანაშაული 6 თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობას ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შენიშნეს რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული, სცადეს კედლების გამაგრება, თუმცა, შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი“- პროკურორი

👉 ბათუმში კორპუსის საყრდენი კედლების დანგრევაში ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

👉 „დემონტაჟი იმავე სადარბაზოში მცხოვრები მშენებლის პროექტის მიხედვით განხორციელდა“ - ზაურ ბუდაგოვის ადვოკატი

👉 „მუშები უარყოფენ ფაქტს, რომ შეხება ჰქონდათ საყრდენ კედელთან“ - ადვოკატი

👉 ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)