მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არანაირი გარემოება არაა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ სააკაშვილის სასამართლოზე დასწრება კვლავ შეზღუდოს“ - ადვოკატი

ადვოკატი

ექსპრეზიდენტის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე არ არსებობს ისეთი გარემოება, რომლის გამოც ხელისუფლებამ მისი პროცესზე დასწრება კვლავ შეზღუდოს. 

„მიხეილ სააკაშვილის სურვილია სასამართლო პროცესს დაესწროს. არანაირი დამაბრკოლებელი გარემოება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ კვლავ შეზღუდოს მისი დასწრების უფლება. შეკრება არის მშვიდობიანი და ყველა სასამართლო პროცესზე როგორც საქართველოში, ასევე, საზღვარგარეთ ისეთ საქმეებზე, როგორიც შესაძლოა იყოს პრეზიდენტის საქმე, დემონსტრაციები იმართება ხოლმე. 

აქედან გამომდინარე, ეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში მიყვანის დამაბრკოლებელი გარემოება არ უნდა გახდეს. რაც შეეხება სამედიცინო მაჩვენებლებს, რეაბილიტაციის მიუხედავად, ის აცხადებს, რომ მოძებნის საკუთარ თავში ძალებს და სასამართლო პროცესზე დასწრებას შეძლებს“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ. 

შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს გაიმართება. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

„სააკაშვილის შეწყალების საკითხი არა პრეზიდენტის, არამედ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“ - ადვოკატი

 „საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში“ - სააკაშვილი

⭕ „ახლა არჩევანიც და არადანიც მიშაა“ - გუბაზ სანიკიძე