მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არსად მიმალვას არ ვაპირებ და ვერც ამ ბრალდებით ვიცოცხლებ - ივერი მელაშვილი

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული

„არსად მიმალვას არ ვაპირებ. ვერც გაქცეული და ვერც აქ მყოფი, ამისთანა ბრალდებით ვერ ვიცოცხლებ“, - ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულმა ივერი მელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„დილეტანტური მიდგომაა, რომ რაღაც ორასი ათასიანი რუკით საქართველომ ტერიტორიები დაკარგა. ეს არის ზუსტად ქვეყნის ღალატი, როდესაც ამ საკითხის წამოწევა ხდება.

არ ვაპირებ ბინძური ბრალდებით ვიარო. თავი დაანებეთ პოლიტიკობანას. გავა არჩევნები და ხვალ ერთმანეთს თვალებში ხომ უნდა ვუყუროთ. ამ ბრალდებას ვერ შევეგუები. ჩემს უკან ოჯახია, წინაპრები. თემა სენსიტიურია და თითოეული გაუაზრებელი განცხადება პროცესს ვნებს“,- აღნიშნა ივერი მელაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით დააკავეს.

ივერი მელაშვილი თავს დამნაშავედ არ სცნობს. დღეს მათ ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.