მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არსებობს უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების რისკი“ - გვარამია გოგაშვილის საქმეზე

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგოშვილის საქმის შესახებ ისაუბრა. 

მისი თქმით, ამ საქმის მონიტორინგი მნიშვნელოვანია, რადგან უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საფრთხე არსებობს. 

„მე არ გამოვდგები გოგაშვილის დამცველად, მაგრამ ჩხრეკა სპეცრაზმის მეშვეობით, ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, შიგნიდან გადაღებული ლაივით აჩვენეს, თუ როგორ ათრიეს იგი.

არსებობს რისკი, რომ ყველა უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მოაგროვოს სუსმა, მათი დამზადება დააბრალოს გოგაშვილს, ეს მასალები დაერთვება საქმეს და „გაჟონავს“ სასამართლოდან. ეს არის უდიდესი რისკი და ამ საქმეს სჭირდება ძალიან დიდი მონიტორინგი. ასეთი განვითარების ალბათობა არსებობს“, - განაცხადა გვარამიამ. 

ცნობისთვის,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი  იარაღისა და  საბრძოლო  მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „უცნობმა“, ყველასთვის კარგად ნაცნობმა სამარცხვინო ფიგურამ, დანაშაული ჩაიდინა“ - ნიკა გვარამია

👉 „მინდა, სააკაშვილს ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს, ბევრს ვფიქრობ მასზე და ძალიან ვნერვიულობ“ - გვარამია

👉 „ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სოსო გოგაშვილს მექრთამეობის გამო დაიჭერდნენ“ - ალეკო ელისაშვილი

👉 „გოგაშვილის დაკავების, მისი პერსონის და მიმდინარე სტატუსის განხილვა წყლის ნაყვაა“ - გია ხუხაშვილი

👉 „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოუყენებია იმდენი ზიანი, როგორც ამ მთავრობამ ჩემს ოჯახს მოუტანა“ - ნინო გოგაშვილი

👉 იარაღზე დაადებინეს ხელი, საქმე შეუკერეს მამაჩემს - ნიკოლოზ გოგაშვილი

👉 „გამახსენა 10 წლის უწინდელი ისტორიები“ - ბესელია სოსო გოგაშვილის დაკავებაზე