მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აუცილებლად პასუხს მოვთხოვ ქალბატონ ნატალიას“ - ნეკა დოროყაშვილი დედამთილზე

ნეკა დოროყაშვილი

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ყოფილი დედამთილის ჩვენებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ბასილაშვილის ოჯახი აგრძელებს მის დისკრედიტაციას და დაკნინებას. როგორც დოროყაშვილმა აღნიშნა, მოინიშნა ცილისწამებები, რომელიც ნატალია ნაჭყებიამ სასამართლოზე გააჟღერა და აპირებს სარჩელის მომზადებას.

📌 „ამბობდა, რომ მისი ბებო ეუბნებოდა, თითქოს მე მქონდა კუდი“ - ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა დოროყაშვილის დედაზე

„მე არ მქონია სხვა მოლოდინი, რადგან დაცვის მხარის პოზიცია თავიდანვე ასეთია, ორი წელია, ბრალს არ აღიარებს. ბუნებრივია სხვა მოლოდინი არ მქონდა, ეს ოჯახი ისევ აგრძელებს ჩემს დისკრედიტაციას - რაც ხდებოდა ჩემი დისკრედიტაცია, დაკნინება, ფსიქოლოგიური წნეხი ამ ოჯახის მხრიდან, ის გრძელდება. ბევრ ნაწილში ჰქონდა ადგილი ცილისწამებას, მე მოვინიშნე ეს დეტალები და სარჩელს მოვამზადებ აუცილებლად. მოვისმინე ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია, თითქმის ყველაფერი ცრუ ინფორმაცია მოვისმინე. აუცილებლად პასუხს მოვთხოვ ქალბატონ ნატალიას“, - განაცხადა დოროყაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ბასილაშვილის დედამ სასამართლოზე წარადგინა მასსა და დოროყაშვილს შორის არსებული მიმოწერა, სადაც რძალი დედამთილს გიორგი ნარსიაზე წერდა, რომ არ სურდა, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეჯვარე ყოფილიყო.

ამავე თემაზე:

🔴 „ქორწილში ეგ რომ დავინახო, შეიძლება გადავხტე იქიდან და თავი მოვიკლა“ - ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა ნეკა დოროყაშვილის მიმოწერას ასაჯაროებს

🔴 „ტელეფონი გამიტეხა და „სამსუნგი“ დამიტოვა, ერთი თვის განმავლობაში მისმენდა“ - ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს ახალ ბრალდებას უყენებს

🔴 „ქალბატონი ნელი გახლავთ ადამიანი, რომელმაც დაბადების დღეზე საკუთარ თავს აჩუქა ოსკარი, მას ეს ნამდვილად ეკუთვნის“ - ადვოკატი ირმა ჭკადუა

🔴 „ქორწილში კლასიკური მუსიკა დამთავრდა და დიჯეი მოვიდა, გაბრაზდა ნიკოლოზის დედა, ნიკოლოზი მაგიდასთან დაჯდა და მხარზე მიჩქმიტა“ - ნეკა დოროყაშვილი

🔴 „თმაში მწვდა და ჩოგანს მირტყამდა, ძალადობა იმდენად დიდ ხანს გაგრძელდა, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა“ - დოროყაშვილი ბასილაშვილზე