
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარალეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.