მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს“ - არასრულწლოვნის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი

მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

სანზონაში, ლიახვის ქუჩის მიმდებარედ მომხდარი მკვლელობის  ფაქტზე დაკავებულის ადვოკატმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. 

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი განძრახ მკვლელობას არ აღიარებს. სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ ოფიციალურ ბრალს. ჩემთვის ჯერჯერობით მტკიცებულებები არ გადმოუციათ. გუშინ მოხდა დაკავება ბრალდებულის და უნდა აღვნიშნო, რომ მას შეეძლო დაკავებისთანავე ჰყოლოდა ადვოკატი, თუმცა დღეს მოხდა ჩემი დანიშვნა და აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებლად გვექნება რეაგირება“, - განაცხადა ადვოკატმა. 

შეგახსენებთ, რომ სანზონაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2004 და 2005 წლებში დაბადებული მოზარდები დააკავეს