სამართალი

„დანიშნული მკვლელი ვიხილე“ - ნიკო კვარაცხელიას დედა მსჯავრდებულ გიორგი კავილაძეზე

ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე
1669295067
დაკოპირებულია

„ვიხილე დანიშნული მკვლელი“, - ამის შესახებ ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედამ იზა ომაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავილაძესთან დაკავშირებით განაცხადა. 

იზა ომაძის თქმით, კავილაძემ დღევანდელ პროცესზე დააფიქსირა ის მოსაზრება, რომ თითქოს ნიკო კვარაცხელიამ თავი მოიკლა. 

„ვიხილე დანიშნული მკვლელი და სახელმწიფოს ვეკითხები, ვინ არის გიორგი კავილაძე? ადამიანი, რომელიც მომზადებული იყო იმისათვის, რომ თითქოს ნიკო კვარაცხელიამ თავისი თავი თვითონ მოიკლა. ფაქტობრივად დღევანდელ პროცესზე მან ეს დააფიქსირა. 

მე მეფეს გავაშიშვლებ და ვინ არის ეს მეფე, ამას ჩემი ნამუშევრით გაიგებენ. მეფე ვინ იქნება ექსკლუზივად დავტოვოთ. მე მეფეს აუცილებლად გავაშიშვლებ ამ ჩემი პორტრეტით“, - აცხადებს კვარაცხელიას დედა. 

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე,  ნიკო კვარაცხელიას 10-ზე მეტი ტყვია ესროლეს, ის ადგილზევე გარდაიცვალა.

მოგვიანებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს აკო ჭელიძეს 17 წლით, ხოლო გიორგი კავილაძეს 16 წლით პატიმრობა შეუფარდა.

ამავე თემაზე: 

🔴 ნიკო კვარაცხელიას დედა პრემიერ-მინისტრს მიმართავს

🔴 არაფერი დასრულებულა, ეს პირველი ეტაპია და ყველაზე მთავარია დამკვეთის დადგენა - ნიკო კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატი 

🔴 ნიკა კვარაცხელიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს

🔴 „გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩემი ოჯახის ტრაგედიით, არ დამიმახინჯოთ ფაქტები“ - ნიკა კვარაცხელიას მამიდა ჟურნალისტებს (ვიდეო)