მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დედაჩემმა და დეიდაჩემმა დაინახა იარაღის ჩადება, ქართველი ხალხი, დარწმუნებული ვარ, გაიღვიძებს“ - სოსო გოგაშვილის შვილი

ნიკოლოზ გოგაშვილი

სოსო გოგაშვილის შვილის ნიკოლოზ გოგაშვილის თქმით, სუსის ყოფილ მაღალჩინოსანს ორი იარაღი ჩაუდეს.

„გაიყვანეს, მაგრად ივაჟკაცეს, გაგიკვირდებათ და ვიცე-პოლკოვნიკს გაუფორმებელი იარაღი ჰქონია სახლში და ყვავილით ამოსული, ორი იარაღი ჩადეს და შეტენეს მოსმენების ყალბი ფაქტები. სამი მუხლით მიდის საქმე, ერთი არის იარაღის უკანონო შენახვა, მეორე სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება... დედაჩემმა და დეიდაჩემმა დაინახა იარაღის ჩადება. საქართველო არ დაიღუპება და მიტაცებული ქვეყანა დიდი ხანი ვერ იქნება, ქართველი ხალხი, დარწმუნებული ვარ, გაიღვიძებს“, - განაცხადა ნიკოლოზ გოგაშვილმა.

ამ დროისთვის, როგორც ცნობილია, სოსო გოგაშვილი დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

ცნობისთვის, გვიან ღამით სოსო გოგაშვილი დააკავეს. ამ დროისთვის მეტი დეტალი უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „სამართლიანი იქნება, რომ იგემოს სოსომაც და მისმა მეუღლემაც, დღეს რასაც მე და ჩემი ოჯახი გავდივართ“ - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

👉 🎥 სოსო გოგაშვილი დააკავეს

👉 სოსო გოგაშვილის დაკავებაზე სუსი პირველ კომენტარს აკეთებს

👉 „რაო, „ჩიტო“, გოგაშვილო, როგორ იყო უკრაინელებს რომ უთხარი ნადირაძე იჯდება 20 წელიო?“ - ვანო ნადირაძე

👉 მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, სოსო გოგაშვილმა მთავარი სასჯელი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე უნდა მოიხადოს