სამართალი

დიდ დიღომში ტაძარი დაარბიეს

დარბეული ტაძარი დიღომში
1583739369
დაკოპირებულია

დიდი დიღმის დასახლებაში 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარი დაარბიეს. წინასწარი ინფორმაციით, ეკლესიიდან წაღებული არაფერია.

ინფორმაცია PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობის ჩადენას, საცავში ან სადგომში უკანონო შეღწევით გულისხმობს.