სამართალი

დიდი დიღომში ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა

პოლიციის ლენტი
1634405135
დაკოპირებულია

დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს, მინივენი და მოტოციკლი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.