მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექიმ გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ქრთამის აღების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. 

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში მომუშავე ექიმმა დაწესებულების ხელმძღვანელი, დერმატო-ვენეროლოგი გიორგი გალდავა საკუთარ კაბინეტში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. 

ამავე თემაზე: 

🔴 თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ექიმმა კლინიკის ხელმძღვანელი დაჭრა