მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ვიღაცას დაურეკა და უთხრა: საჩუქარიც ვაჩუქეთ, წარმატებულად ჩატარდა ყველაფერი, პრემიაც გვეკუთვნისო“ - სოსო გოგაშვილის მეუღლე

სოსო გოგაშვილის მეუღლე

სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის მეუღლის თეა მარტყოფლიშვილის თქმით, პოლიციამ გოგაშვილს იარაღი ჩაუდო. როგორც მარტყოფლიშვილი ჰყვება, მან გაიგო, ერთ-ერთი მაღალჩინოსანი როგორ საუბრობდა ტელეფონზე და ამბობდა, „საჩუქარიც ვაჩუქეთ, წარმატებულად ჩატარდა ყველაფერიო“.

ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა არ იცოდა, რომ სამზარეულოში ვიყავი, ვიღაცას ურეკავს და ეკითხებოდა ალბათ ის, ვინ და ვინ იყავითო და ეს ეუბნებოდა: დვალიშვილი გიორგი, პაპუნა, მისი მოადგილეები, მეშვიდე მთლიანად თავის უფროსებით, შსს-ს უფროსობაო და გენინსპექციის უფროსი იოსებიძეო. „საჩუქარიც ვაჩუქეთ, წარმატებულად ჩატარდა ყველაფერიო“. პრემიაც გვეკუთვნის, მისაღები მიიღო ყველაფერიო. მე არ ვიცოდი საჩუქარი რა იყო, როგორც გავიგე, საჩუქარი ეს ყოფილა, რომ „იარაღს ჩაგიდებენ“, - განაცხადა მარტყოფიშვილმა.

ცნობისთვის, გვიან ღამით სოსო გოგაშვილი დააკავეს. ამ დროისთვის მეტი დეტალი უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „უკანონო გზით ჩაგვიდეს ორი იარაღი, მატერიალური დოკუმენტაცია და ინფორმაციის მატარებელი ნივთები“ - სოსო გოგაშვილის შვილი

👉 „მეუფე იაკობი ჩემს მეუღლეს ეუბნებოდა, შენზე და შენს ოჯახზე იგეგმება ლიკვიდაციაო... ბიბლიაზე დავიფიცებ ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი“ - სოსო გოგაშვილის მეუღლე

👉 „დედაჩემმა და დეიდაჩემმა დაინახა იარაღის ჩადება, ქართველი ხალხი, დარწმუნებული ვარ, გაიღვიძებს“ - სოსო გოგაშვილის შვილი

👉 „სამართლიანი იქნება, რომ იგემოს სოსომაც და მისმა მეუღლემაც, დღეს რასაც მე და ჩემი ოჯახი გავდივართ“ - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

👉 „რაო, „ჩიტო“, გოგაშვილო, როგორ იყო უკრაინელებს რომ უთხარი ნადირაძე იჯდება 20 წელიო?“ - ვანო ნადირაძე