მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეს არის ექსპერტიზაზე ზეწოლა - ჯიშკარიანი სამხარაულის დასკვნაზე

ჯიშკარიანი ბრეგაძე

ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი იუსტიციის მინისტრის ბრიფინგს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის ექსპერტიზაზე ზეწოლა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა.

👉 ბრეგაძის განცხადებით, სამხარაულის დასკვნის შესაბამისად ცენტრ „ემპათიას“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები სარწმუნო არ არის

ჯიშკარიანი აცხადებს, რომ საზოგადოებას წარედგინება სამხარაულის "დასაბუთებული" დასკვნები.

„იუსტიციის სამინისტრომ ჩაატარებინა ცენტრი „ემპათიას“ დასკვნაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზა: ისმის კითხვა? რომელი კანონით? ეს არის ექსპერტიზაზე ზეწოლა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა. ცენტრი "ემპათიას“ დასკვნას ეთანხმება და ხელს აწერს 6 საერთაშორისო ექსპერტი. სულ 16 ექსპერტი, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ჩვენც შევისწავლით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად და იქნება შესაბამისი რეაგირება. ასევე, საზოგადოებას წარედგინება სამხარაულის "დასაბუთებული" დასკვნები. მათ მოუწევთ, ყველა დასკვნის გასაჯაროება, სადაც დემენციის დიაგნოზი აქვთ დასმული", - წერს ჯიშკარიანი.

 

👉 ბრეგაძის განცხადებით, სამხარაულის დასკვნის შესაბამისად ცენტრ „ემპათიას“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები სარწმუნო არ არის

👉 „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუსურვებ, რომ დაიშალოს რაც შეიძლება ბევრ ნაწილად - ელისაშვილი

👉 სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია - ელისაშვილი