სამართალი

„7 ნოემბერს დილას მაღვიძებენ და მეუბნებიან, რომ ვიღაცას პატარა შეტაკება მოუვიდა პოლიციასთან“ - სააკაშვილი

მიხიელ სააკაშვილი სასამართლოზე
1638182575
დაკოპირებულია

„ეს ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში და არავის აზრად არ მოსდის ამაზე საქმის აღძვრა“ , - ასე პასუხობს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ 7 ნოემბრის საქმეზე წაყენებულ ბრალდებას. 

მისი თქმით, 2007 წელს ქვეყანაში რთული ვითარება იყო, რადგან რეფორმების შედეგად ბევრი რამ შეიცვალა და ყველა მოქალაქემ ვერ შეძლო ახალ რეალობასთან ადაპტაცია. 

„შორს ვარ იმ აზრიდან, რომ ყველა ადამიანი, ვინც ქუჩაში გამოვიდა ან რუსეთის დაკრულზე ცეკვავს ან იცოდა პატარკაციშვილის გეგმების შესახებ. ეს იყო რთული პერიოდი იმ გაგებით, რომ ჩვენ ჩავატარეთ ძალიან რთული რეფორმები. რამდენიმე ათეული ათასი პოლიციელი მაგალითად დარჩა უმუშევარი, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ გადაეწყო ახალ რელსებზე. ინფლაცია მაგ დროისთვის იყო არა ისეთი დიდი, როგორც ახლა, მაგრამ საკმაოდ მაღალი. მართალია ეკონომიკური შემოსავალი იყო მაღალი, მაგრამ ინფლაციაც მაღალი იყო და ვიღაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ვიღაც გაღარიბდა. 

ხალხს ჰქონდა ობიექტური საშუალება, რომ ყოფილიყვნენ ჩვენზე გაბრაზებული. ამიტომ, მართლაც იყო დიდი მიტინგი და  პირადად მე მივიღე როგორც დიდი სიგნალი. ამ მიტინგზე მოვიდა პატარკაციშვილი და წარმოთქვა სიტყვა და უკვე ყველაფერი ნათელი იყო, რისთვის და როგორ ეწყობოდა ეს. შემდეგ გაგრძელდა იქ პატარა საპროტესტო აქციები და 7-ში დილას მაღვიძებენ და მეუბნებიან, რომ ვიღაცას პატარა შეტაკება მოუვიდა პოლიციასთან, რომელიც გადაიზარდა ამბავში. დაახლოებით ისეთი რამ მოხდა, რაც დღეს სასამართლოს წინ, როცა გაზი შეასხეს დემონსტრანტებს“, - აღნიშნა სააკაშვილმა. 

მისი თქმით, ყველაფერი, რაც 7 ნოემბრის აქციის დაშლისას მოხდა, მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა იყო და მას არანაირი დავალება არ გაუცია. 

„ამის შემდეგ ბევრად მეტი ხალხი გამოვიდა და ავანსცენაზე იყო უკვე შინაგან საქმეთა მინისტრი, მე ტელევიზორით ვუყურებდი და არავისთვის დავალება არ მიმიცია, ისინი ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას, როგორც მათ ეს ესმოდათ, როგორი გამოცდილებაც ჰქონდა ჩვენ პოლიციას, იყვნენ ძალიან ახალგაზრდა და ძალიან გამოუცდელი. ღმერთმა დაგვიფარა და არავინ დაიღუპა ამ შეტაკებების დროს. ერთი ადამიანი დაშავდა ძალიან მძიმედ, რომელთანაც სახლში მივედი. 

ეს ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში და არავის აზრად არ მოსდის ამაზე საქმის აღძვრა, გარდა განსაკუთრებული ვარიანტებისა. ამის შემდეგ გავაკეთე ის, რასაც ძალიან ცოტა ლიდერი აკეთებს მსოფლიოში. მე გადავდექი და ჩემი საპრეზიდენტო ვადა შევამცირე წელიწად-ნახევრით და წავედი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მივიღე, რათა მიმეღო ახალი მანდატი ქართველი ხალხისგან. 

ამაზე წავედი, რადგან ჩამეშალა რუსული გეგმა საქართველოში და არ დაგვეკარგა გეზი ევროინტეგრაციისკენ. ქართველმა ხალხმა უკვე გამოიტანა ვერდიქტი ამ საქმეზე და ამას ახლა არ გვედავებიან“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სააკაშვილის სასამართლო პროცესს ტელევიზიები პირდაპირ ეთერში აშუქებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „არ მოგენატრათ ქვეყნის სიამაყის განცდა და გამარჯვების ზეიმი? თუ კი, მაშინ რაც ხდება ერთად უნდა დავასრულოთ“ - სააკაშვილი

👉 „დავბრუნდი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალი ისე როგორც ზვიად გამსახურდია“ - სააკაშვილი

👉 გიული ალასანია შვილის სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა

👉 „ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები“ - შსს

👉 „მიხეილ სააკაშვილის გასამართლება ისტორიული აბსურდია“ - ნიკა მელია

უკრაინა - რუსეთი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

გამოცემა depo.ua უკრაინელი ჟურნალისტის რუსლან რუდომსკის სტატიას აქვეყნებს, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის 4 შესაძლო სცენარზე წერს. 
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წაშლილ კადრებს და პოლიციელის მხრიდან მოზარდზე ძალადობას „ფეისბუკ“ გვერდზე ეხმაურება.  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის საწოლის თავზე დამონტაჟებული კამერის კადრები წაშლილია.
1643197092
„შეიძლება, ერთი თვის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
1643182594
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეო მასალას და იხსენებს რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ გავრცელებულ სკანდალურ დოკუმენტს, რომლითაც, მისი თქმით, დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ უღალატა საკუთარ ქვეყანას და საქართველოს სამხედრო ძალები ომის დაწყებაში დაადანაშაულა, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ დაადასტურა რეზოლუციაზე ხელის მოწერით, რომელშიც წერია, რომ „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან. რეზოლუციის მე-6 პუნქტში რუსეთის ქმედება საპასუხო შეტევად იქნა მოხსენიებული“.
1643217118
ხვალ, 27 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, თამარაშვილის ქუჩა N13-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
1643215386
ფინანსთა მინისტრი

ლაშა ხუციშვილი: საბაჟო მონაცემთა საინფორმაციო სისტემის სრული მოდერნიზა...

საბაჟო მონაცემთა საინფორმაციო სისტემის სრული მოდერნიზაცია შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ზურაბ ქადაგიძე: ოპოზიციის მხრიდან იმაზე აპელირება, რომ ესა თუ ის ფრაზა...
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ოპოზიციის უარს „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ რეზოლუციაზე. 
სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ყოველდღიურად ინფიცირების მაჩვენებლის რეკ...
სამხრეთ კორეაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 000-ს გადააჭარბა, რაც გამოწვეულია „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებით, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ის ვარიანტი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წა...
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ის ვარიანტი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა, სრულად გამოხატავს როგორც მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერას, ასევე სრულად ჯდება დიპლომატიური ურთიერთობის სტანდარტებში - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.