მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაუპატიურება, ძალადობა, მუქარა - ლაშა ნაკაიძის წინააღმდეგ საქმე სამი მუხლით აღიძრა

ლაშა ნაკაიძე

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის ლაშა ნაკაიძის წინააღმდეგ საქმე სამი მუხლით აღიძრა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა), 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მუქარა) მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 16 აგვისტოს სექსუალური ძალადობის ფაქტზე „მთავარი არხის“ წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციას დასახმარებლად დაზარალებულმა ქალმა თავად მიმართა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით „მთავარი არხი“ განცხადებას ავრცელებს.

„მთავარი არხი“ გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება.

2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.

ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, „მთავარი არხი“ ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე თემაზე:

📌 „მთავარი არხის“ წამყვანი დაზარალებულს შურისძიების ნიადაგზე დანით და ხმოვანი პისტოლეტით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე - პროკურატურა

📌 სექსუალური ძალადობის ფაქტზე „მთავარი არხის“ წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს

📌 „მთავარი არხი“ ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს