მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გავრცელებული ინფორმაციით, წალენჯიხაში კაცი დაჭრეს

დაჭრა ეჭვიანობის ნიადაგზე

გავრცელებული ინფორმაციით, წალენჯიხაში პოლიციელმა მოქალაქე დაჭრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მაზანდარას დასახლების ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი პირი ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ, ოჯახის გადაწყვეტილებით, ქუთაისში გადაიყვანეს. 

დაშავებულის ოჯახი მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

ასევე, უცნობია თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის შესახებ ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.