სამართალი

გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიება გაუუქმდა

ევროპული საქართველოს წევრი, 2020
1583761100
დაკოპირებულია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას, აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება და საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება გაუუქმდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა მიიღო. დაცვის მხარის ადვოკატის შუამდგომლობას ბრალდების მხარეც დაეთანხმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 11 დეკემბერს გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ ორ პირთან. ინციდენტის შედეგად გოკა გაბაშვილი და მოწინააღმდეგე მხარიდან ერთი პირი დაზარალებულად ცნეს, ხოლო გიგი უგულავას საქმეზე 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა და პასპორტი ჩამოერთვა.