მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გიორგი გიორგაძე მალე მიეცემა პასუხისგებაში მისი მოქმედებების გამო“ - ნიკა გვარამია

სააკაშვილის ადვოკატი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გლდანის ციხეში გადაყვანისა და გორის სამხედრო ჰოსპიტალში ე.წ. საათის ეპიზოდთან დაკავშირებით ესაუბრა. 

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით მასალების გაცნობას გააგრძელებს. 

„საუბარი გვქონდა სახელმწიფო ინსპექტორთან დათვალიერებული მასალის შესახებ და კიდევ ვაპირებ მასალების დათვალიერებას. მე მაინტერესებდა მას რა კითხვები აქვს კონკრეტულად და ეს არის გორში ე.წ. საათის ეპიზოდი და კიდევ გლდანში მინდა რამდენიმე მონაკვეთის ნახვა. მდგომარეობა უცვლელია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმები შეუშვან მასთან“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

მისი თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი გიორგაძე მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ქმედებებისთვის პასუხისგებაში მალე მიეცემა. 

„ბატონი გიორგი გიორგაძე აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში მისი მოქმედებებისთვის და ამას მალე ნახავს ყველა, თუ რა მოიმოქმედა და იცოდა თუ არა სააკაშვილმა სად მიჰყავდათ, ამასაც მალე ნახავს ყველა“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ. 

ინფორმაციისთვის, პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა დაუსაბუთებლობის გამო არ დააკმაყოფილა, ადვოკატებს კი, სისხლის სამართლის საქმის გაცნობის შესაძლებლობა მისცა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „კვლავ რჩება ნევროლოგიური სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ასევე, ანემია“ - ნევროლოგი სააკაშვილზე

👉 „მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და დიაგნოსტიკა არის არაადეკვატური“ - მარიამ ჯიშკარიანი

👉 „სააკაშვილთან მიმართებით კვლავ შეუსრულებელია ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროებაზე გაცემული რეკომენდაციები“ - ლომჯარია