
გლდანში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 35 წლამდე მამაკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, სასიკვდილო ჭრილობები საცოლის ძმამ მიაყენა.
მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა. დაჭრილი ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
როგორც PIA.GE-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ეს მე-3 და მე-4 მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.