მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მივმართავ სასამართლოს, შეახსენოს მიხეილ სააკაშვილს, რომ იგი იმყოფება არა პრეზიდენტის, არამედ ბრალდებულის სტატუსით - ჯარჯი წიკლაური

სააკაშვილის საქმის პროკურორი

პროკურორი ჯარჯი წიკლაური მიმართავს სასამართლოს, „შეახსენოს მიხეილ სააკაშვილს, რომ იგი იმყოფება არა პრეზიდენტის, არამედ ბრალდებულის სტატუსით“. 

მისი თქმით, არცერთი სიტყვა არ თქმულა განსახილველ საკითხზე.

„20 წუთია ვისმენთ და ერთი სიტყვა არ თქმულა განსახილველ 7 ნოემბრის საქმეზე და იქნებ სასამართლომ შეახსენოს, რომ ბატონი მიხეილი პრეზიდენტის სტატუსით არ გამოდის, ბრალდებულის სტატუსი აქვს და საპროცესო ნორმები დავიცვათ. პროცესს დავუბრუნდეთ სასამართლო განხილვის ან გონივრული დრო, მე მგონი 20 წუთი გონივრული დრო იყო მიმართვის. რამდენი ხანი შეიძლება ვუსმინოთ აბსოლუტურად სხვა გარემოებებზე სხვა ქვეყნებთან დაკავშირებული განცხადება. ერთი სიტყვა არ თქმულა განსახილველ საკითხზე“, - განაცხადა პროკურორმა.       

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.