სამართალი

„კამერები ნახეს პოლიციელებმა და გაზის შემთხვევაში ჩამონგრევა ასე არ ხდება“ - შს მინისტრი

გომელაური შს მინისტრი
1633699217
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„მიდიოდა ქვემოთ სამშენებლო სამუშაოები, მესაკუთრე აკეთებდა ამას და შესაძლოა, ეს იყოს მიზეზი, წინასწარ ვერ ვიტყვი ამას. გამოძიებით დადგინდება, იყო ეს საყრდენი კედლის გამოცლა თუ სხვა მიზეზი. გამოძიება მიმდინარეობს და თუ ეს დადგინდება, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში მიეცემიან ადამიანები. გამოძიება დაწყებულია 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით“, - აღნიშნა მინისტრმა

მისი თქმით, გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ მიმდებარე შენობებიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ნახეს, რომელშიც ჩანს თუ როგორ დაინგრა კორპუსი.

„90%-ით გაზის თემა გამოირიცხა. კამერებიც ნახა პოლიციამ, ნახეს თუ როგორ ხდება ჩამონგრევა, გაზის შემთხვევაში ასე არ ინგრევა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის განმარტებით, ნანგრევებში სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი, რომელთაგან კონტაქტი მხოლოდ 2 ადამიანთან ხერხდება.

ინფორმაციისთვის, 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული მანქანებიდან მაშველებმა სამი პირი, მათ შორის ორი ბავშვი ამოიყვანეს.

ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)

„მოდიოდა ქვები, ლოდები, ბურუსი იყო მთელ სალონში“ - სალონის თანამშრომელი

⭕პირველადი ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად გაზის აფეთქება გამოირიცხა

⭕ ბათუმში ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს (ვიდეო)

„პირველ სართულზე სახლს ანგრევდნენ“ - დაშავებული ბავშვის მამის პირველი კომენტარი