მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კაცს, რომელმაც ქალს ავტობუსში შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა ბრალი წარედგინა

საზოგადოებრივი ავტობუსი და სასწრაფო დახმარების მანქანა თბილისის ქუჩაში

საქართველოს პროკურატურამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 მაისს, ქ. თბილისში, დ. გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რ. მ.-მ მეუღლეს ს. კ.-ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად ს.კ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარედ იმავე დღეს დააკავეს“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. 

უწყების ცნობით, კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ამავე თემაზე:

🔴  კაცი, რომელმაც ქალს შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა, დააკავეს

🔴 ქმარმა ცოლს შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა