მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყაზახეთის მოქალაქის გაუპატიურებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო

ყაზახეთის მოქალაქის, 26 წლის ქალის გაუპატიურებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულს წინასწარი ორ თვიანი პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბ.თ-ს უნდა შეფარდებოდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა და მას შეუფარდა პატიმრობა. ბრალდების მხარემ დაასაბუთა ის, რომ არსებობდა ამ ეტაპზე ფაქტობრივი გარემოებები, რაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, საკმარისი იყო პირის ბრალდებისთვის.

ასევე არსებობდა ფორმალური საფუძვლები, საპროცესო საფუძვლები, რის შედეგადაც ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. მას წარდგენილი ჰქონდა გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ასევე თვითმკვლელობამდე მიყვანა“, - აცხადებს საქმის პროკურორი.

ყაზახური მედიის ცნობით, 26 წლის გოგო საქართველოში, სამუშაოდ, აპრილში ჩამოვიდა.