მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქორწილში ეგ რომ დავინახო, შეიძლება გადავხტე იქიდან და თავი მოვიკლა“ - ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა ნეკა დოროყაშვილის მიმოწერას ასაჯაროებს

ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა ნელი ნაჭყებია, ნეკა დოროყაშვილი

დღეს საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა ნატალია ნაჭყებია დაიკითხა. მან ისაუბრა ყოფილ რძალზე, ნეკა დოროყაშვილზე და გაიხსენა როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათ.

„ქორწინებამდე ორი წლით ადრე გავიცანი, რამდენადაც ვიცი, ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი. ნელი ჩემთვის როგორც შვილი ისე იყო. პირადი ამონაწერები მაქვს და ადვოკატებისთვის არ მიმიცია, ამის საჭიროება მას შემდეგ გახდა, რაც ნელიმ ჩვენება მისცა და ეს ტელევიზიით გაჟღერდა, ეს ჩანაწერები იმის დამადასტურებელია, რომ სიცრუე ისაუბრა.

პირველად ნელიმ თხოვნით მომმართა, რომ მას ნიკას მეჯვარე არ მოსწონდა, ყველა შეხედულების გაზიარება შემიძლია, ამასაც თანადგომით მივუდექი. ეს ბიჭი, ნიკას ბავშვობის მეგობარი იყო, ნელის მასთან არანაირი წინაპირობა არ ჰქონია, ჩანაწერებში ვეუბნები კიდეც, რომ ნიკას მეგობრებში ყველაზე წესიერი იყო“, - განაცხადა ნაჭყებიამ.

ნაჭყებიამ სასამართლოზე წაიკითხა ის მიმოწერა, რომელიც მასსა და დოროყაშვილს შორის შედგა. ტექსტში რძალი დედამთილს წერს, რომ დეპრესია დაეწყება, თუ გიორგი ნარსია იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილის მეჯვარე.

„გუშინ იგივე დეპრესია დამეწყო. გიორგი ნარსიას რომ მიხსენებენ, ასე მემართება და რა ვქნა? ქორწილში ეგ რომ დავინახო, შეიძლება გადავხტე იქიდან და თავი მოვიკლა, ან მთელი ქორწილი მოვკვდე ტირილით. ძალიან არ მინდა, ეს ჩვენი მეჯვარე იყოს. გეხვეწებით, რამე მოიფიქრეთ და უთხარით სანამ დროა ამ ოჯახს, თორემ მერე თქვენი სირცხვილი იქნება. ვერ წარმოვიდგენ მაგას ქორწილში, თან მე ძალიან მემჩნევა სახეზე, ცუდად რომ ვარ და მთელი ქორწილი მოვკვდები ტირილით. ეგ თუ დარჩა მეჯვარედ. ნიკას ახლა არ ვეუბნები არაფერს, ვუთმენ, სანამ ჩამოვა. რომ ჩამოვა, დაელაპარაკეთ და ერთი მეჯვარე ჰყავდეს“, - წერს დოროყაშვილი ნაჭყებიას.

ამავე თემაზე:

🔴 „ტელეფონი გამიტეხა და „სამსუნგი“ დამიტოვა, ერთი თვის განმავლობაში მისმენდა“ - ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს ახალ ბრალდებას უყენებს

🔴 „ქალბატონი ნელი გახლავთ ადამიანი, რომელმაც დაბადების დღეზე საკუთარ თავს აჩუქა ოსკარი, მას ეს ნამდვილად ეკუთვნის“ - ადვოკატი ირმა ჭკადუა

🔴 „ქორწილში კლასიკური მუსიკა დამთავრდა და დიჯეი მოვიდა, გაბრაზდა ნიკოლოზის დედა, ნიკოლოზი მაგიდასთან დაჯდა და მხარზე მიჩქმიტა“ - ნეკა დოროყაშვილი

🔴 „თმაში მწვდა და ჩოგანს მირტყამდა, ძალადობა იმდენად დიდ ხანს გაგრძელდა, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა“ - დოროყაშვილი ბასილაშვილზე

🔴 „ნიკოლოზი ჩემი დასჯის მიზნით საბანკო ბარათს ბლოკავდა, ბევრჯერ წამიყვანია ბავშვი ექიმთან, მივსულვარ სუპერმარკეტში, დამიდია „კარტა” და ვერ ვიხდიდი“ - ნეკა დოროყაშვილი