სამართალი

ქრთამი მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სანაცვლოდ - დაკავებულ სააგენტოს თანამშრომელს ბრალი წარედგინა

მართვის მოწმობის გამოცდა
1679150972
დაკოპირებულია

საქართველოს პროკურატურამ  ქრთამის მიცემის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.  ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

„საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 მარტს, ბრალდებულმა, ქუთაისში მდებარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „მომსახურების სააგენტოში“, მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ, ამავე სააგენტოს თანამშრომელს, ქრთამის სახით თანხა გადასცა. სააგენტოს თანამშრომელმა, აღნიშნული ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელისთვის ქრთამის მიცემა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში. 

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.