სამართალი

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავარიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ავარია აღმაშენებლის ხეივანზე
1642434525
დაკოპირებულია

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავარიის შედეგად, ასევე, არიან დაშავებულები, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ავტომობილიც დაზიანდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შსს-ში განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.