სამართალი

ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს მონეტები აღმოაჩინეს

ქუთაისის აეროპორტის ფასადი
1583508540
დაკოპირებულია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, "ქუთაისის აეროპორტში", საქართველოს მოქალაქის ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 16 902 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს მონეტები (საერთო წონა 135.76 გრამი) გამოავლინეს.

ფინანსტა სამინისტროს ინფორმაციით, შემდგომი რეაგირების მიზნით საქმე, უწყების საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.