მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბომბს ეძებენ

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბომბს ეძებენ

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბომბს ეძებენ.  საქალაქო სასამართლოდან ადამიანების ევაკუაცია მოხდა. 

შეტყობინება 112-ში რამდენიმე წუთის წინ შევიდა

ადგილზე სამართალდამცველები, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

„გაირკვა, რომ ფოსტაზე ელექტრონულად მოვიდა შეტყობინება, რომ შენობა იყო დანაღმული და ყველას გაუსწორდებოდნენ. იძულებული გავხდით ყველას დაგვეტოვებინა შენობა“, - აცხადებს ერთ-ერთი ადვოკატი. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა.