მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა

პოლიცია

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. 

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, 36 წლის ქალი ნაქირავებ ბინაში შვილთან ერთად ცხოვრობდა. 

უწყების ცნობით, ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო pia.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.