მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლექსო ლაშქარავაზე ძალადობისთვის ბრალდებულ დავით კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა

ლექსო ლაშქარავას ცემის ფაქტზე  დათო კუტალაძე დააკავეს

ლექსო ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის საქმეზე ბრალდებულ დავით კუტალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

„მე ვარ ქართველი გულანთებული კაცი, რომელიც ტრადიციების წაბილწვას არავის დააშვებინებს. მე ვარ ღარიბი, მაგრამ გულით მდიდარი კაცი. მე ვარ ქართველი, არ ვარ მოძალადე, ჩემი ისტორია სუფთაა. მე ვარ მშრომელი კაცი, მე ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნიდან ვარ, ღმერთმა დალოცოს ჩემი ქვეყანა“, - განაცხადა დავით კუტალაძემ სხდომაზე.

ბრალდებულის მომდევნო სასამართლო პროცესი 2 სექტემბერს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ დავით კუტალაძეს პროკურატურამ „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალი დღეს წარუდგინა.

წარდგენილი ბრალის გათვალისწინებით, დავით კუტალაძეს მაქსიმუმ 6 წლით პატიმრობა, ემუქრება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ლექსო ლაშქარავას ცემის ფაქტზე დათო კუტალაძე დააკავეს (ვიდეო)

👉 შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

👉 „ცივილიზებულ 21-ე საუკუნეში, მსგავსი უმსგავსობის გამოვლინება შემაძრწუნებელია“- დეკანოზი ჟურნალისტების დარბევის შესახებ