მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულში ორი ადამიანი მოკლეს

პოლიცია, შსს, ლენტი

მარნეულის რაიონის სოფელ ზემო სარალში მკვლელობა მოხდა.

ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული კაცი ნათესავის ოჯახს თავს დაესხა.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა, ცოლის ძმა და სიდედრი კი მძიმედ დაჭრა. კაცი ცოლთან განქორწინებულია. მათ 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ.

თავდასხმის შედეგად მოკლულია ორი ადამიანი და ასევე, დაჭრილია ორი პირი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია. რა გახდა შურისძიების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებით დეტალებს არკვევს.