მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარტყოფში ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა და გარდაიცვალა

არ გადაკვეთო 4

მარტყოფში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ქმარმა ცოლი პურის საჭრელი დანით დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. 

დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მეუღლე ყელის არეში მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.