მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მებაჟეებმა საქართველოსა და ჩინეთის მოქალაქეების ბარგიდან არადეკლარირებული ფული ამოიღეს

არადეკლარირებული ფული

მებაჟეებმა თბილისის აეროპორტსა და ყაზბეგის გამშვებ პუნქტში, საქართველოსა და ჩინეთის მოქალაქეების ბარგიდან არადეკლარირებული ფული ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს,

„საბაჟო გამშვებ პუნქტებში „თბილისის აეროპორტი“ და „ყაზბეგი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და ჩინეთის მოქალაქეების ე.ჩ.-სა და ვ.ჩ.-ს ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 174 350 აშშ დოლარი და 107 830 არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამი გამოავლინეს.

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 634 518 ლარი შეადგინა“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში 63 451,8 ლარი შეეფარდათ.