მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მეგის ქარდავა არცერთ ბრალდებას არ აღიარებს“ - ადვოკატი

ადვოკატი

„მეგის ქარდავას პოზიცია კვლავაც უცვლელია და ის არცერთ ბრალდებას არ აღიარებს“, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ქარდავასთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ყველა განაჩენი გასაჩივრდება.

მალხაზ ველიჯანაშვილი ამბობს, რომ ექსტრადირება დარღვევებით განხორციელდა და ქარდავა მისივე სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადებას გაავრცელებს.

„ყველა განაჩენი სათანადოდ გასაჩივრდება იმ ვადაში, რაც კანონით არის დადგენილი. მისი პოზიცია კვლავაც უცვლელია, ის არ აღიარებს არცერთ ბრალდებას. იმ დამოკიდებულებას ექსტრადირებაზე როგორ იყო, რა პროცედურებით და რა დარღვევებით, ერთიან განცხადებას გააკეთებს მისივე სოციალური ქსელის მეშვეობით.

სწორედ წინასაარჩევნოდ მოხდა გაცვლა უკრაინელ მოქალაქეებს შორის და ეს იყო მისი შემადგენელი ნაწილი, საქართველოში მათი შეწყალება და გაშვება მოხდა. მისი გადმოცემა შეთანხმების ნაწილი იყო. ამის შესახებ დეტალურად ისაუბრებს განცხადებაში.

ეს ყველაფერი ყველანაირი პროცედურის დარღვევით მოხდა. ამაზე დარწმუნებული ვარ სათანადო შეფასება გაკეთდება თავად გაეროშიც და ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც. დარღვეულია მისი უფლება იმიტომ რომ ყველაზე მთავარი უფლება თავშესაფრის მაძიებელი იყო და სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული, არც უარი ჰქონდა ნათქვამი უკრაინას. ამის მიუხედავად განხორციელდა ექსტრადირება. ასეთი დარღვევა საქართველოშიც კი არ ხდება“, - აცხადებს ქარდავას ინტერესების დამცველი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადირება განხორციელდა. მეგის ქარდავამ საქართველო 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დატოვა.

ქარდავას სისხლის სამართლის 11 საქმეზე წარედგინა ბრალდება. ამასთან, სასამართლომ 5 საქმეზე ქარდავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იგი, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის დროს, ორჯერ დააჯილდოვა.

ამავე თემაზე:

🔴 „დაჩქარებულად და დარღვევებით წარიმართა, პოლიტიკურ შეთანხმებას ჰგავს“ - მეგის ქარდავას ადვოკატი ექსტრადირებაზე

🔴 „მეგის ქარდავამ სასჯელის მოხდა უკვე დაიწყო“ - პროკურორი

🔴 მეგის ქარდავა N12 დაწესებულებაში გადაიყვანეს (ფოტოები)