მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეგის ქარდავას თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ერთ-ერთ საქმეზე უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

მეგის ქარდავას ექსტრადირება

სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ერთ-ერთ საქმეზე უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურატურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მ.ქ.-ს ბრალების საქმის არსებითი განხილვა, რომელიც შეეხება ჯგუფურად და შეკვეთით ჩადენილ განზრახ მკვლელობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას.

„2012 წლის დასაწყისში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მ.ქ.-მ შურისძიების მოტივით შეუკვეთა ქალაქ მოსკოვში მცხოვრები პირის მკვლელობა, რაც 2012 წლის 21 მაისს სისრულეში იქნა მოყვანილი“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავას მიმართ საქართველოში არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან 5-ზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, მხოლოდ 6 სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.