მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მეუფე იაკობი ჩემს მეუღლეს ეუბნებოდა, შენზე და შენს ოჯახზე იგეგმება ლიკვიდაციაო... ბიბლიაზე დავიფიცებ ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი“ - სოსო გოგაშვილის მეუღლე

სოსო გოგაშვილის მეუღლე

სოსო გოგაშვილის მეუღლის თქმით, მათთან სახლში რამდენიმე თვის წინ მეუფე იაკობი მივიდა და გააფრთხილა ისინი, რომ მათი ლიკვიდაცია იგეგმებოდა.

„4-5 თვის წინ ეპისკოპოსი მეუფე იაკობი და მაშინ ჩემს მეუღლეს ეუბნებოდა, შენზე და შენს ოჯახზე იგეგმება ლიკვიდაციაო. ეს მოდის ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ივანიშვილისგანო. ეს სამი გვარი დაასახელა. ახლა ვრწმუნდები, რომ ნამდვილად ის ვერ მოხერხდა, რომ ჩავეცხრილეთ, მაგრამ რაც წუხელ მოხდა ის იყო ჩემთვის ლიკვიდაცია“, - განაცხადა გოგაშვილის მეუღლემ.

გარდა ამისა, მისი თქმით, მან საკუთარი თვალით დაინახა, როგორ ჩაუდეს გოგაშვილს იარაღი.

„ღამის 2 საათზე მესმის როგორი ხმა, საშინელი ხმა, ჩემი 10 წლის ბავშვმა მკითხა, „ტერორისტები მოვიდნენ, დედაო?“ ბიბლიაზე დავიფიცებ, პატრიარქთანაც მივალ, ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი, გამოხსნეს კარადა და კალაშნიკოვი დადეს“, - განაცხადა გოგაშვილის მეუღლემ.

ცნობისთვის, გვიან ღამით სოსო გოგაშვილი დააკავეს. ამ დროისთვის მეტი დეტალი უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „დედაჩემმა და დეიდაჩემმა დაინახა იარაღის ჩადება, ქართველი ხალხი, დარწმუნებული ვარ, გაიღვიძებს“ - სოსო გოგაშვილის შვილი

👉 „სამართლიანი იქნება, რომ იგემოს სოსომაც და მისმა მეუღლემაც, დღეს რასაც მე და ჩემი ოჯახი გავდივართ“ - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

👉 🎥 სოსო გოგაშვილი დააკავეს

👉 „რაო, „ჩიტო“, გოგაშვილო, როგორ იყო უკრაინელებს რომ უთხარი ნადირაძე იჯდება 20 წელიო?“ - ვანო ნადირაძე

👉 მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, სოსო გოგაშვილმა მთავარი სასჯელი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე უნდა მოიხადოს