მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე იაკობი სიცრუეს უწოდებს გოგაშვილის ცოლის ინფორმაციას, თითქოს ოჯახი ლიკვიდაციის შესახებ გააფრთხილა

ბოდბელი მიტროპოლოტი

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი კატეგორიულად უარყოფს სუსის უფროსის ყოფილ მოადგილესთან, სოსო გოგაშვილთან მისი და მისი ოჯახის ლიკვიდაციის შესახებ საუბრის ფაქტს. ეპისკოპოსის თქმით, მსგავსი შინაარსის საუბარი მასსა და გოგაშვილს შორის არასდროს ყოფილა.

„შეხვედრები მქონდა ხოლმე, მაგრამ 4-5 თვეზე მეტხანს შეხვედრა კი არა სატელეფონო ურთიერთობაც არ მქონია. მეცინება უბრალოდ, ისეთ რამეზეა საუბარი. რას ჰქვია ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებოდა? ასეთ სისულელეზე არასოდეს მისაუბრია. უბრალოდ მძიმე სიტუაციაშია ოჯახი, ვერ ვხვდები, რა ხდება, მაგრამ ჩემსა და მას შორის ოჯახის ლიკვიდაციაზე საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

„4-5 თვის წინ, მეუფე იაკობი იყო მოსული და მეუღლეს ეუბნებოდა, შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებაო“, - ამის შესახებ სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის, გოგაშვილის მეუღლემ განაცხადა.

სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს. როგორც სუსში აცხადებენ, გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ვიღაცას დაურეკა და უთხრა: საჩუქარიც ვაჩუქეთ, წარმატებულად ჩატარდა ყველაფერი, პრემიაც გვეკუთვნისო“ - სოსო გოგაშვილის მეუღლე

👉 „უკანონო გზით ჩაგვიდეს ორი იარაღი, მატერიალური დოკუმენტაცია და ინფორმაციის მატარებელი ნივთები“ - სოსო გოგაშვილის შვილი

👉 „მეუფე იაკობი ჩემს მეუღლეს ეუბნებოდა, შენზე და შენს ოჯახზე იგეგმება ლიკვიდაციაო... ბიბლიაზე დავიფიცებ ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი“ - სოსო გოგაშვილის მეუღლე

👉 „დედაჩემმა და დეიდაჩემმა დაინახა იარაღის ჩადება, ქართველი ხალხი, დარწმუნებული ვარ, გაიღვიძებს“ - სოსო გოგაშვილის შვილი

👉 „სამართლიანი იქნება, რომ იგემოს სოსომაც და მისმა მეუღლემაც, დღეს რასაც მე და ჩემი ოჯახი გავდივართ“ - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა