მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს პროკურატურაში ექსპრეზიდენტის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა შეაქვთ

მიხეილ სააკაშვილი ადვოკატი ნიკა გვარამია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ პროკურატურას საგანგებო განცხადებით მიმართა. 

გვარამიას თქმით, ადვოკატებს მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეაქვთ.

„ჩვენ დღეს აქ, გენერალური პროკურატურის წინ ვიმყოფებით იმისათვის, რომ შევიტანოთ განცხადება, მოთხოვნა პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე, როგორიცაა არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა. პირველ რიგში ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სრული წვდომა გვქონდეს ყველა იმ მასალაზე, რომელიც არის ამ ხელმისაწვდომი ამ საქმის შესახებ. ჩვენ სახელმწიფო ინსპექტორთან გვაქვს მასალების გაცვლა-გამოცვლა, თუმცა, არსებობს მასალები, რომლებზეც ხელი არ მიგვიწვდება, პირველ რიგში კი არის წამების, გლდანის ციხეში გადმოყვანის სრული ვიდეომასალა. მოვუწოდებ სახალხო დამცველს და სახელმწიფო ინსპექტორს, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია საჯაროდ. არ გვაქვს დიდი ილუზია, რომ დაზარალებულად ვიქნებით ცნობილი ამ საქმეზე, ამიტომ მოვუწოდებთ სახელმწიფო ინსპექტორს, გამოაქვეყნოს წამების ამსახველი მასალა, ამაზე სააკაშვილიც თანახმაა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიამ აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გაუარესებულია და მისი გამოკვლევა დაუყოვნებლივ არის საჭირო. 

„გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ საექსპერტო კვლევას და ვითხოვთ ერთადერთი მოთხოვნით: ამ კვლევას არ ჩაატარებს მხოლოდ სახელმწიფო ექსპერტიზა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კომისიური ექსპერტიზა, რომელიც მოიცავს ნევროლოგიურ და ფსიქოლოგიურ კვლევას. ეს იქნება პარიტეტული ექსპერტიზა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ მივიღებთ სახელმწიფოს მართული ექსპერტიზაში მონაწილეობას. სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი არის მძიმე, არის გაუმჯობესებები, მაგრამ ეს არასაკმარისია და მეტი გაუმჯობესების შესაძლებლობა არაა. ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ შეუქცევადი შედეგები დადგეს, რომლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი ვეღარ აღდგება. აქედან გამომდინარე, ჩვენ პროკურატურისგან და სახელმწიფო ინსპექტორისგან მოვითხოვთ აღნიშნული ექსპერტიზის საკითზე გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც დაადგენს წამების შესახებ ფაქტებს და დაეყრდნობა სტამბოლის პროტოკოლს“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ. 

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉  „თითზე გადასახვევი არ წამიღია ქვეყნიდან, ყველაფერი გავაკეთე და ახლა ჩემს თვალწინ ინგრევა“ - სააკაშვილი

👉  „დავტოვე პენსია - 90 დოლარი, 10 წლის თავზე პენსია არის 77 დოლარი“ - მიხეილ სააკაშვილი

👉 „ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ, რა, უკვე ვეღარ ასამართლებთ?“ - მიხეილ სააკაშვილი