მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილთან ხვალ საპატიმროში ადვოკატები შევლენ

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  Pia.ge

ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ხვალ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატები ინახულებენ.

ამასთან, როგორც ცნობილია ადვოკატები ხვალ საპატიმროში იმ ბინის მესაკუთრეს შეხვდებიან, სადაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

„მათ თქვეს, რომ გაასამართლებენ მიხეილ სააკაშვილს. მე გეუბნებით, რომ ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს“, - აცხადებს სააკაშვილის თანაგუნდელი ეკა ხერხეულიძე.

ინფორმაციისთვის, 1-ელ ოქტომბერს დილას, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებდნენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდნენ.

1-ელ ოქტომბერს საღამოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხეშია.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ სააკაშვილი კიევისგან ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს.

ამავე თემაზე:

ზელენსკიმ პირობა დადო, რომ შეეცდება სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას

სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას - უკრაინელი ექსპერტი

ე.წ. სამხრეთ ოსეთი სააკაშვილის ექსტრადირებას ითხოვს